ხაშურში “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში სხვადასხვა პროექტები განხორციელდება

351

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს 3 პროექტს, რომელიც სურამში, ქვიშხეთში და ცხრამუხაში განხორციელდება. კერძოდ:

  • სურამში, მშვიდობის ქუჩის ბოლოს, ყოფილი საკირის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და სატრენაჟორო სივრცე;
  • ქვიშხეთში მოეწყობა სამედიცინო პუნქტი, ამბულატორია;
  • ცხრამუხის სკოლის მიმდებარედ მოეწყობა მინი სტადიონი, კალათბურთის მოედნით და ფრენბურთის ბადით.

აღნიშნული პროექტები ხაშურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში შეირჩა.