სოფელ ტინისხიდში სამოქალაქო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის რაბილიტაცია, – ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯემალ ჭოველიძეს 121 999 ლარს გადაუხდის.
“ამ ეტაპზე, შენობას შეეცვალა სახურავი, ამოცვლილია კარები და ფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. გრძელდება სამუშაო პროცესი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ხელშეკრულების მიხედვით, ჯემალ ჭოველიძემ სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დაასრულოს.