დაბა ხულოში მონაწილეობითი ბიუჯეტით 60 ათასი ლარი დაიხარჯება

340

ხულოში მონაწილეობითი ბიუჯეტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. თვითმმართველობაში 11 იდეა დარეგისტრირდა და მეორე ეტაპზე 6 გადავიდა. პროექტები სპეციალურმა საბჭომ განიხილა და გადაარჩია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მონაწილეობითი ბიუჯეტით მოქალაქეებს, ძირითადად, დაბაში ინფრასტრუქტურის მოწყობა სურთ. წელს თვითმმართველობა პროექტებს შეიძენს, მომავალ წელს კი მათ უშუალოდ განახორციელებს.

გამარჯვებულ პროექტს მოსახლეობა ივლისის ბოლოს არჩევნებით გამოავლენს.

მონაწილეობით ბიუჯეტში მხოლოდ დაბა ხულოა გათვალისწინებული და მისი ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს.