გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოქალაქეებმა 2023 წლისთვის 94 საინიციატივო წინადადება წარადგინეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, წარდგენილი წინადადადებებიდან 37 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
“გამარჯვებული საინიციატივო წინადადებების გამოვლენის პროცესი 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შერჩეული პროექტები გორის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარით დაფინანსდება.