ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას დანერგავს

1364

TV25

2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას დანერგავს. პირველ ეტაპზე პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარი იქნება. პროგრამა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდება.

კონკრეტულად რა იგეგმება, ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ 25-ე არხის გადაცემაში “მაცნე” ისაუბრა.