ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე, გიგა ფარულავასთან ერთად მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამების ხელმძღვანელს საიმონ პოს შეხვდა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე მყარი ნარჩენების მიმართულებით არსებული საკითხი განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
გიორგი შენგელიამ ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამების ხელმძღვანელს საიმონ პოს მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება გააცნო და საჭირო ცვლილებებზე ესაუბრა.
“ზუგდიდი ნარჩენების მართვის კუთხით გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ჩვენ ბოლო ოთხი წელია ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის სტატუს ვინარჩუნებთ და ეს აქ წარმოდგენილი გუნდისა და თანამშრომლების დამსახურებაა. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის სტრუქტურა დასახვეწია და ის ცვლილებებს საჭირეობს, რაშიც თქვენი თანადგომისა და დახმარების იმედი გვაქვს. ვიმედოვნებ ჩვენი ერთობლივი და გუნდური მუშაობის შედეგად მივიღებთ სრულყოფილ ნარჩენების მართვის სისტემას“. – აღნიშნა შეხვედრაზე შენგელიამ.
შეხვედრას ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მერიის ცნობით, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის პროექტი გერმანული ორგანიზაცია “KFW-ს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.