დაბა ბაკურიანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ტატრაპომას (საბაგიროს) მიმასავლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომში ვაჟა-ფშაველას ქუჩის I და II მონაკვეთზე. ქუჩაზე დაგეგმილია ბეტონის არხის მოწყობაც“,- აღნიშნა გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.
დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში ორივე ქუჩაზე ჯამში 700მ სიგრძის მონაკვეთი კეთილმოეწყობა.
სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 193 767 ლარით დაფინანსდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.
წყარო: ინტერპესნიუსი