ხაშურის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი განახლდა

664

წინა სტატია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი განახლდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალა.

მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 848 271 ლარს შეადგენს.

თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.