ბორჯომის მერია: ლიკანის №3 და დვირის საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა

362

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ლიკანის №3 და დვირის საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა.

ბორჯომის მერიის ცნობით, “საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის (ENPARD III)” პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტის სახით 99 000 ლარი მოიპოვა, რითაც მზის ენერგიის პანელების შეძენა-დამონტაჟება მოხდა.

„მზის ენერგიის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგიით გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღები ისარგებლებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მზის ენერგიის ხარჯზე ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება, რაც სახელმწიფო სახსრების დაზოგვას ხელს შეუწყობს და გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.