ბორჯომის კავალერიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

760

„ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი დასრულდა. მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობას რესტავრაცია აუთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდა. შენობა შეიძენს ახალ ფუნქციას, რითაც თამამად უპასუხებს საზოგადოებრივად საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოთხოვნებს, ხოლო ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „კავალერიის შენობის“ დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/1132418837371670

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბორჯომში, კოსტავას სახელობის პარკში მდებარე, ეგრეთ წოდებული კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი შენობის სრული რეაბილიტაციისა და სამუზეუმო სივრცედ ადაპტაციის სამუშაოებს ითვალისწინებდა. მათივე ინფორმაციით, აღდგენილ შენობაში საექსპოზიციო დარბაზები მოეწყო, რომელშიც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი განთავსდება.

„გოთიკური სტილის კავალერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით. რეაბილუტაციამდე, შენობა დაზიანებული. მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეული, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად განადგურებული იყო. სამუშაოების შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინოვაციური მიდგომებით, შენობის კულტურული ღირებულების და ავთენტურობის მაქსიმალურ შენარჩუნებას.

პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, – განმარტავენ სამინისტროში.

https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/posts/pfbid06ecWFkrXp4DRrzvSdxfnr1iSkoL9HZaQ5T7cstageFS4fAE2Bsf99gRijJvzWnE1l