ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე საქართველოს 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

737

“დამოუკიდებელ ქალაქებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი თვითმმართველობა”, – აცხადებს ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს, რომ ახლა როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მას არ აქვს უფლება მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს – “მისაღებია, ის რაც მთავრობამ გააკეთა”.

თუმცა იგი მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტების გამსხვილების პროცესი, რაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებული მდგომარეობისკენ დაბრუნებას ისახვს მიზნად, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეკონომიას შექმნის, არ ეთანხმება და ამბობს, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა, გარკვეული პრობლემებიც კი შექმნას.

„აქ აუცილებლად აღსანიშნავია ერთი გარემოებაც. ჩვენ, ყველანი, ეს ქალაქები ვართ მონაწილენი იმ კომპლექსური ურთიერთობებისა, რომელიც ქალაქების დამეგობრებას გულისხმობს – ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებაზე, გრანტებზეა ხელი მოწერილი და სხვადასხვა სფეროების, მიმართულებების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაზეა საუბარი”, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე