მარნეულის სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა

732

მარნეულის სოფელ ხანჯიგაზლო სრულად გაზიფიცირდა. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 127 ოჯახს აქვს, აქედან 86 ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია.

გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 7 400 გრძივი მეტრის გაზსადენი მოეწყო.

დღეის მდგომარეობით ქვემო ქართლში ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 117 200-ზე მეტი ოჯახი.

ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა, “სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა, “სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა.