დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სამუშაოების ფარგლებში, ამბულატორიების რეაბილიტაცია ზემო მაჩხაანსა და გამარჯვებაში მიმდინარეობს, სკოლების- ქალაქ დედოფლისწყაროსა და არბოშიკში, საბავშვო ბაღის კი – არხილოსკალოში. გარდა ამისა, ტრენაჟორები ეწყობა სოფელ მირზაანში, ბავშვთა გასართობი სკვერი – ზემო მაჩხაანში, ვაჟა-ფშაველას სკვერი კი ქვემო ქედში, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროში საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადგილზე გაეცნო.