დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა

268

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. სროლის ხმა ქურციკებს აფრთხობს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, მგლებისთვის ადვილი მოსანადირებელი ხდება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე, 2023 წლის 1-ელ მარტამდე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.