სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გარეგანათების მოწყობა ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. ამ პროგრამით 24 სოფელია არჩეული:ზედა და ქვედა საირმე, აჭარა, წიფერჩი, ზარაგულა, ზედააღვი, ქულბაქი, ჩქუმი, ზედა და ქვედა ლუხვანო, ცოყურეში, გვესო, ბარდნალა, დეხვირი, მახაში, ზუბი, მახურა, დოღურაში, ლასხანა, ლაჯანა, ჩხუტელი, უსახელო, კურცობი, ტვიში, ქორენიში, ორბელი.
ძირითადად, აღნიშნულ სოფლებში, გარეგანათების მოწყობა დასრულებულია ან დასრულების პროცესშია.
პროექტის საერთო ღირებულებაა 261 500 ლარი.