ბათუმში გვიან ღამით მცირეწლოვანს დენმა დაარტყა – ინფორმაციას ამის შესახებ TV25 ავრცელებს. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობებით, ბავშვი გარეგანათების ბოძს შეეხო, რა დროსაც დენმა დაარტყა.
თვითმხილველების თქმით, ძაბვა, სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.