მარნეულის სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარეგანათების მოსაწყობად 37 681 ლარი დაიხარჯება

257

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარეგანათების მოსაწყობად გამარტივებული წესით ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მერაიმ შპს “მურისთან” გააფორმა სოფლებში გარეგანათების მოწყობა სოფლის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი.

სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარეგანათების მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობა 37 681 ლარად და 27 თეთრად გეგმავს. აქედან სოფელ კაჩაგანისათვის 18 808 ლარი და 62 თეთრი, ხოლო, კირეჩ მუღანლოსათვის 18 872 ლარი და 65 თეთრია გამოყოფილი.

შპს „მური“ ვალდებულია სოფელ კაჩაგანსა და კირეჩ მუღანლოში გარეგანათების მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში დაასრულოს.