გორის მერია: კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე გარეგანათების სისტემა მოეწყო

443

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კარალეთიდან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის, ერგნეთის საგუშაგომდე გარეგანათების სისტემა მოეწყო.

გორის მერიის ინფორმაციით, 20 კილომეტრამდე საპროექტო მონაკვეთი, რომელიც კარალეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, მიუყვება საავტომობილო გზას. ის ჩაუვლის ძევერას და ქიწნისს, ჰკვეთს ტყვიავს, გაივლის ორი სოფლის ტირძნისსა და ბროწლეთს შორის და სრულდება ერგნეთში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც დღემდე გარეგანათების სისტემა არ ყოფილა, 578 განათების წერილი დამონტაჟდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.