სულ მალე გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ფარგლებში, ღია კინოთეატრის, ამფითეატრის, ფანჩატურის, სკვერების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. ტენდერის ღირებულება, რომელიც უკვე დასრულებულია, 2 890 846 ლარს შეადგენს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ საქართველომ ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება მიიღო და დაგეგმილია, რომ ამ სახსრების ნაწილი გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოიყენონ.
პროექტი ითვალისწინებს პარკში არსებული შენობა-ნაგებობების: საზაფხულო კინოთეატრის, ამფითეატრის, მრავალსაფეხურიანი კიბეების, შალიკაშვილების სახლის, სპორტული მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკებისა და საავტომობილო გზების მოწყობასა და მოპირკეთებას, გარდა ამისა, პორექტი ტერიტორიაზე საიჟინრო-საკომუნიკაციო სისტემების მოწყობას, ტერიტორიის განათებას, სკვერის ცენტრალური შესასვლელის მოწყობას, ვიზიტიორთა ცენტრის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, ფანჩატურების, საბავშვო მოედნების და ბელვედერის მოწყობას, ადგილობრივი აგრონომიული კუთხის, ტერიტორიის მწვანე საფარის მოწყობისა და დენდროლოგიურ სამუშაოებს ითვალისწინებს.