მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის 3 102 330 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის, ბელვერდის, საიდანაც პანორამული ხედი გაიშლება, ღია კინოთეატრის, სპორტული მოედანნის და ატრაქციონების მოწყობა, ასევე, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი და პარკის ტერიტორიაზე არსებულ შალიკაშვილების მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუაოები ერთი წლის ვადაში უნდა დაასრულოს. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.