წალკის, თეთრიწყაროს, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 56.1 მილიონი ლარის 613 პროექტი განხორციელდება.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, ქვემო ქართლისთვის 5 მილიონი გამოიყო და ჯამში 404 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 59 პროექტი კი უკვე დასრულებულია.
უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს ჯამში 38 მილიონი ლარის ღირებულების 66 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 3.5 მილიონის 52 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 2.4 მილიონი ლარის ღირებულების 12 პროექტი დაუფინანსდა. გარდა ამისა, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან – 79 პროექტისთვის 7.2 მილიონიანი ერგო.