ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობის ნებართვა მიიღო

668

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მერიამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და მერობის ყოფილ კანდიდატ ზვიად სიჭინავას საცურაო აუზის მშენებლობაზე ნებართვა მისცა. ნებართვის წერილი, როგორც სიჭინავა ამბობს, 22 ივლისს მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, იყო გარკვეული კითხვები, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები, თუმცა პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა.

“როგორც კი მზე გამოვა, დავიწყებთ მიწის გატანას და სამშენებლო სამუშაოებს”, – განმარტა ზვიად სიჭინავამ.

როგორც ზუგდიდის მერიაში ამბობენ, გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა სიტუაციების მართვის სააგენტოს, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც მშენებლობის ნებართვა გასცეს.

საცურაო აუზი “ბაიას” საფეხბურთო ბაზის ტერიტორიაზე აშენდება. სიჭინავას თქმით, აუზი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მომხმარებელს ყველასთვის მისაღებ ფასად და გამართული სერვისით მოემსახურება.