ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

800

წინა სტატია

ზუგდიდში “ბაიას” ბაზაზე საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო. ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, მშენებლობის პირველ ეტაპზე ტერიტორიიდან მიწის ამოღება მიმდინარეობს. სიჭინავამ შესაბამისი ნებართვა ადგილობრივი მერიისგან 22 ივლისს მიიღო.

სიჭინავას თქმით, აუზი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მომხმარებელს ყველასთვის მისაღებ ფასად და გამართული სერვისით მოემსახურება.