გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა ამორტიზებული ფანჯრები, კეთილმოეწყო პაციენტების მოსაცდელი და ექიმებისა და ექთნების ოთახები. ასევე, გაკეთდა სამანიპულაციო ოთახი. შენობის რეაბილიტაციაზე 14 500 ლარამდე დაიხარჯა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ კალაურში, ვაჩნაძიანში, შაშიანში, ბაკურციხეში, ზეგაანში, ზემო კაჭრეთსა და ჭერემში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.