ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება

847

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება. სახელმწიფოს დაფინანსებით, სოფელში 11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა იგეგმება.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივ აირს დამატებით 150 აბონენტი მიიღებს.

გაზიფიცირების პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე დავით მაღრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

“გაზიფიცირების მიმრთულებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. გარდა სადგურ სვირისა, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება რკვიაში, მარტოთუბანში, სანახშირეში. პროექტის ფარგლებში 600 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტი არსებობს და გამოცხადდება ტენდერი ტაბაკინის, კლდეეთის და თვრინის გაზიფიცირებაზე“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა სადგურ სვირში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.