როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში

728

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ზოვრეთი – მაისი; ქვედა საქარა – სექტემბერი; ზედა საქარა – სექტემბერი.

2023 წელი – ზესტაფონი – თებერვალი; დილიკაური – თებერვალი; პირველი სვირი – სექტემბერი; კვალითი – სექტემბერი; ილემი – სექტემბერი; ფუთი – სექტემბერი; კლდეეთი – ნოემბერი.

2024 წელი – როდინაული – იანვარი; მეორე სვირი – იანვარი; ცხრაწყარო – იანვარი;
ქვედა საზანო – იანვარი; შორაპანი – მარტი; შროშა – ივნისი; სანახშირე – ივნისი; ბოსლევი – ივლისი; ძირულა – ივლისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.