ლაგოდეხში გამართულ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, გაზმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს, მოსახლეობის საიმედო და თანამედროვე ენერგომომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
“ამ მხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაა, რაც 2009 წელს დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება 474500-ზე მეტ ოჯახს მიეცა, მათ შორის, კახეთის რეგიონის 209 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.