ზესტაფონში სამცვერას ჩანჩქერამდე მისასვლელ ინფრასტრუქტურას აკეთებენ

518

ზესტაფონში სამცვერას ჩანჩქერთან ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დაიწყო.

ჩანჩქერამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ჩასასვლელი კიბეები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებისთვის 394 700 ლარი დაიხარჯება.

სამცვერას ჩანჩქერი მდინარე ძუსას ხეობაში, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ჩანჩქერს ზაფხულობით უამრავი ადამიანი სტუმრობს. ჩანჩქერამდე მისასვლელად ვიზიტორებს საფეხმავლო ბილიკის გავლა უწევდათ.