ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში ქვეითთა გადასასვლელებს, გაჩარებებსა და პარკირების ადგილებს მონიშნავენ

1020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე ქვეითთა გადასასვლელების, ავტობუსების გაჩერების, ავტომობილების პარკირებისა და უწყვეტი ხაზების მონიშვნის სამუშაოების შესრულებაზე 9 ივლისს ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 113 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტობუსების გაჩერება მოინიშნება ზვიად გამსახურდიას გამზირზე სახვადასხვა ადგილზე და რუსთაველის ქუჩაზე (ცენტრალური სუპერმარკეტი (ბაზრის) და სავაჭრო ცენტრი :ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორია), ხოლო.პარკირების ადგილს რუსთაველის ქუჩაზე და ზვიად გამსახურდიას გამზირზე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე) მონიშნავენ.

რაც შეეხება ქვეითთა გადასასვლელებს, მას რუსთაველი-მეუნარგიას ქუჩების გადაკვეთაზე შეღებავენ. ხოლო უწყვეტი ხაზი მოინიშნება რუსთაველის ქუჩაზე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორია).

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები წაშლილია.