ეკომიგრანტების რელიგიურ დევნაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ქარელის ვიცემერი გადადგა

1112

წინა სტატია

ქარელის ვიცემერი ნუგზარ დაბრუნდაშვილ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო. მისი თქმით, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში” – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა საუბარი აღარ ისურვა.

შეგახსენებთ, ქარელის ვიცემერმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძამას ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ამის მიზეზად კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა.

მოგვიანებით კი ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა თქვა, რომ ვიცემერის განცხადება სიცრუეა. ამ დროისთვის, ქარელის მერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

აღნიშნულ ფატთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი კი,  აჭარელი ეკომიგრანტების შესაძლო რელიგიურ დევნაზე ქარელის ვიცემერის გამოკითხვას ითხოვს.