ქარელის მერია 4 სოფლის აბულატორიას სახელმწიფოს 1 ლარად გადასცემს

262

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე ამბულატორიებს მერია სახელმწიფოს 1 ლარად გადასცემს. საუბარია ზღუდერში, ახალსოფელში, ბრეთში და რუისში მდებარე ამბულატორიებზე. შენობები ჯანდაცვის სამინისტროს ა(ა)იპს “სამედიცინო ჰოლდინგს” გადაეცემა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სახელმწიფო ა(ა)იპ ვალდებულებას იღებს დენის, გაზის და სხვა სახის ხარჯების დაფარვაზე. ასევე ინვენტარით თუ წამლებით მომარაგებაზე. რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება ამბულატორიების გამართულ მუშაობაზე”, – აღნიშნა ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად ყველა ამბულატორია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

“ეს ხელს შეუწყობს სოფლებში სოფლის ექიმის და პირველადი ჯანდაცვის მომსახურების  გაუმჯობესებას”, – აღნიშნა მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.