დღეს დილით მეტროში ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “სამგორამდე “გადაადგილდებოდნენ.
ტექნიკური ხარვეზი 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ეტაოზე კი, თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მომხდარი ინციდენტის გამო, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაიტვირთა.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვალა. ამასთან, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ხოლო ვაგონების რეაბილიტაცია 100 მილიონი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება 40 ახალ ვაგონის, რომელიც თბილისის მეტროს 2020-22 წლებში დაემატება, თბილისის მერია 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
ასევე, მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე “ვითიბი” ბანკისა და ბანკი “ქართუს” პლასტიკური ბარათებითაც შესაძლებელია.