თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავროის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას 100 მილიონი ლარი მოხმარდება.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძალოვანი კაბელი და სასიგნალიზაციო-სავენტილაციო სისტემები განახლდება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, “მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება და ამისთვის მერია 40 მილიონ ევროს გადაიხდის.