სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი ერთი საათით შემცირდება და ერთი წლის განმავლობაში მეტრო დილის 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.
კერძოდ, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მის მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება.
“რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამშაოები არ წარმოებულა. დაახლოებით, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი ახალი, თანამედროვე, ISO სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ამასთან, ცნობილია, რომ მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ხოლო ვაგონების რეაბილიტაცია 100 მილიონი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება 40 ახალ ვაგონის, რომელიც თბილისის მეტროს 2020-22 წლებში დაემატება, თბილისის მერია 40 მილიონ ევროს გადაიხდის.