კალაძე – მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ნაკადების მართვის რეგულირებით შედარებით განიტვირთა ვითარება

297

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, მას შემდეგ რაც მეტროში მონიტორინგის თანამშრომლები ნაკადების მართვას უზრუნველყოფენ, პიკის საათებში ვითარება შედარებით განიმუხტა.

როგორც მან “ინტერპესნიუსის” კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ნაკადების მართვა ჩვეულებრივი პროცესია და ანალოგიურად ხდება ნიუ-იორკისა და ლონდონის მეტროში.

„მინდა ამ ადამიანებს, ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პიკის საათებში, როდესაც პრობლემები გვქონდა “სადგურის მოედანზე”, სადაც ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება, ადამიანების გავლა შეუძლებელი იყო. ამის რეგულირებით შედარებით განიტვირთა ვითარება. ნაკადების მართვა ჩვეულებრივი პროცესია, დიდ ქვეყნებშიც იგივე მიდგომაა, მაგალითად, ნიუ-იორკის მეტროში, ლონდონის მეტროშიც ხდება ნაკადების მართვა”,- აღნიშნავს კალაძე.