ზუგდიდის ვიცემერობის სავარაუდო კანდიდატს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებაში ადანაშაულებენ

1255

წინა სტატია

ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე “ლაივპრესის” ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, ნუგზარ გაბელიას კანდიდატურა განიხილება.

ზუგდიდის ყოფილი გამგეობის ყოფილი თანამშრომლის მაია ღურწკაიას თქმით კი, ნუგზარ გაბელია არის ადამიანი, რომელიც “ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გადადგომის მოთხოვნით, 2013 წელს ხელმოწერებს აგროვებდა.

ღურწკაია ირწმუნება, რომ შესაბამისი ხელმოწერებით პეტიცია ყოფილ გამგეობაშიც შევიდა, როცა თავად საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მაია ღურწკაია მიმართავს ზუგდიდის მერს, არ დაუშვას შეცდომა და ვიცემერად ნუგზარ გაბელია არ დაინიშნოს. მისი თქმით, ის ამ მოთხოვნაში მარტო არ არის და “ადამიანები, რომლებიც 2012 წელს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოდნენ მის გვერდით დგანან“.

“ზუგდიდის მერია უკვე ყველა ზღვარს გადასულია ეს ამბები. სწორედ ეს ნუგზარ გაბელია იყო 2013 წელს ხელმოწერები შეაგროვა. მათ შორის ყალბი და პეტიცია შეადგინა “ქართული ოცნება“ გადადგეს ხელისუფლებიდანო, მოიძიეთ ეს ხელმოწერები იქვე გაქვთ მერიაში, ჩემს კაბინეტში იდო. და ბოლოს ნუ ზომავთ ადამანების მოთმინების უნარს, თორემ აქციები გადამდებია“, – განაცხადა მაია ღურწკაიამ.

“ლაივპრესის” ინფორმაციით, ნუგზარ გაბელიას კანდიდატურა გუშინ ზუგდიდის მერიაში გამართულ თათბირზეც განიხილეს.

გაბელიას თქმით, ამ თემის შესახებ მერთან არ უსაუბრია და მსგავსი შემოთავაზება არ მიუღია.

“ლაივპრესის” ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც განიხილებიან.