წელს ზუგდიდში 50 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.
მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, მნიშვნელოვანია პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობას კი პერიოდულად გაეცნობა.
“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. კეთილმოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქ, N3-ში, გამსახურდიას ქ. N213-ში, გამსახურდიას ქ. N215-ში, სოხუმის ქ. N73-ში, თამარ მეფის ქ. N35-ში, შალვა ქირიას ქ. N3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.
პროექტი ითვალისწინებს ბეტონის ბორდიურების, გაზონებისა და განათების მოწყობას დეკორატიული ჭაღის ტიპის სანათებისგან, საშუალომარცვლოვანი ბეტონის საფარისა და კორპუსების ირგვლივ ბეტონის სარინელის გაკეთებას, ასევე, დაგეგმილია წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 1 302 928 ლარია.
ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოებიც, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარეგანათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.
პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 250 049.97 ლარია.