ზუგდიდში ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნეს

700

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა.

“დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული და ის მარტოხელა ხანდაზმულებს მოემსახურება, ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალიზაციას მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების გზით”, – განმარტავენ მერიაში.

პროექტი “უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ “აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორცილებს.