“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას. თუმცა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ პარტიას დაუჭერდა.
NDI-ს კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხული ამომრჩევლის 37 %-მა უპასუხა, რომ არცერთი პარტია არ დგას. “ქართული ოცნება“ – 21 %, “ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ ვიცი 6%, უარი პასუხზე -6%, “ევროპული საქართველო“ – 4%, “პატრიორთა ალიანსი“ – 3%, სხვა პარტია – 8%.
კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 34%-ს გადაწყვეტილი აქვს, 4%-მა არ იცის.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 65% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 35 პროცენტი არ მიიღებდა.
მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა, 44%-ს ასევე გადაწყვეტილი აქვის ხმას ვის მისცემს, 53%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, 2%-მა არ იცის.
მათგან, ვინც არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 17%-მა იცის, მხარს ვის დაუჭერს, ხოლო 74%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 7 %-მა არ იცის, ხოლო 2%-მა უარი თქვა პასუხზე.
კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? – გამოკითხული მოსახლეობის (ყველა რესპონდენტის) 27%-მა არ იცის, 17%- მხარს “ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 15 % არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 14%- “ნაცინალურ მოძრაობას”, უარი პასუხზე 12%; 3%- “ევროპული საქართველო“, “პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა პარტიას 6%. არ აქვს მეორე არჩევანი – 29%-ს.
მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 27%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 20% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს, 15%- ენმ-ს, 13 %- არც ერთი პარტია, 12%-უარი პასუხზე, 4%- „ევროპული საქართველო“, 4% – „პატრიოტთა ალიანსი“, 6 %- სხვა პარტია. არ აქვს მეორე არჩევანი გამოკითხული მოსახლეობის 30%-ს.
კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.