თალაკვაძე სანდრა რულოვსს: წითელი ხაზების გადაკვეთას სახელმწიფო არ დაუშვებს

755

წინა სტატია

არანაირი წითელი ხაზების გადაკვეთას და წითელი ხაზების დარღვევას სახელმწიფო არ შეეგუება. განაცხადა განმუხურში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ  გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის სიტყვების საპასუხოდ, რომ თუ კი ხელისუფლება შეეცდება პირველ ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, ისინი საქვეყნო პროტესტს მიიღებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ყველაფერზე იქნება ადეკვატური რეაგირება. ასევე, გააფრთხილა, ნუ გადადგამენ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს.

“არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ იყო ეს ხალხი შეწუხებული. რადგან იცოდნენ თავისი კვლევებითაც, რომ ამ არჩევნებს აგებდნენ და მათი მთავარი გზავნილი იყო არეულობა და დესტაბილიზაცია. მაგრამ ეს ვერ მოხდება. საქართველომ გაიარა უკვე ეტაპი, როცა ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის შიშით და არეულობით მართავდა ამ ქვეყანას”, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე მიმართა ოპოზიციას, მოქალაქეთა ნებას პატივი სცენ, როგორც კი ოქმები გაფორმდება და შეიკრიბება ცესკოში.

თალაკვაძის თქმით, ის განმუხურის 38-ე უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, სადაც და კიდევ 37-ე უბანზეც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მან მხარდმჭერებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამარჯვება გიორგი შენგელიას მიულოცა.

საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-ის გარდა ყველა ოლქში მმართველი პარტია იგებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი არჩევნების შედეგებს facebook-ზე პირდაპირი ჩართვით გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს თავისი მეუღლის, სანდრა რულოვსის მოწოდებას, რომ არ დანებდნენ, გავიდნენ და მოიარონ ყველა ქალაქი და ყველა ქუჩა.