სააკაშვილი: მე ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას, გახვიდეთ და მოიაროთ თითოეული ქალაქი, თითოეული ქუჩა

1779

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შედეგებს facebook-ზე პირდაპირი ჩართვით გამოეხმაურა. მისი თქმით, ის მხარს უჭერს თავისი მეუღლის, სანდრა რულოვსის მოწოდებას, რომ არ დანებდნენ, გავიდნენ და მოიარონ ყველა ქალაქი და ყველა ქუჩა.

მისი თქმით, მისი მხარდამჭერები მანამ არ უნდა გაჩერდნენ, სანამ ივანიშვილს არ დაამარცხებენ. ის მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დროებით არ დატოვონ საქართველო, რადგან მალე ივანიშვილს გააძევებენ და დაიხსნიან ქართველ ხალხს.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა “გააბანძა საქართველო და სოფლის ორღობედ აქცია”. მისი თქმით, გამოწვევა მიღებულია და ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა საქართველოში და შეუერთდება პროტესტის დიდ ტალღას.

როგორც ცნობილია, დღეს საღამოს სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მთელს საქართველოს შემოივლის და საპროტესტო ტალღას ააგორებს.

“ქართული ოცნების”ინფორმაციით, ზუგდიდში მისმა კანდიდატმა სანდრა რულოვსი პირველივე ტურში დაამარცხა.