მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან

819

წინა სტატია

მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან, რადგან სამაგიდო სიებსა და ბიულეტენებს შორის ბალანსი არ დაემთხვა ერთმანეთს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევებს, რაზეც ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ხმების დათვლა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის თქმით, არჩევნებში დიდი პროცენტით გაიმარჯვა.