სუბარი: ორი ოლქია სადაც, სავარაუდოდ, 50%-თან ახლოს ვართ

675

სამი ოლქია სადაც, სავარაუდოდ, 50%-თან ახლოს ვართ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა”ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა.

პარტიის პირველადი მონაცემებით, მათი კანდიდატები  თითქმის ყველა ოლქში ხმათა 50%-ზე მეტს აგროვებენ, თუმცა არის ორი ოლქი, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატები 50%-თან ახლოს არიან.

ერთ-ერთ ოლქად, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება სუბარი მთაწმინდას ვარაუდობს. მისი თქმით, დღის პირველ ნახევარში მეორე ტურის ალბათობა იყო ზესტაფონსა და ზუგდიდში, თუმცა ის ამბობს, რომ საბოლოო შედეგებს უნდა დაელოდონ.