საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ რიგგარეშე არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებს; ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81-ზე.