შსს: Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ

619

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, Presa.ge-ს მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ,  კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა.