ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა ფრიდონმა ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანი აკურთხა.
“ჩვენ გვევალება, რომ ხალხი ვაკურთხოთ”, – უთხრა დეკანოზმა გამოცემა “ლაივპრესს” და დასძინა, რომ ეს ჯერ პირველი უბანია, თუმცა აპირებს, რომ საღამოს 8 საათამდე რამდენ ადგილას მისვლასაც მოასწრებს, იმდენი უბანი აკურთხოს.