მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ

876

მარნეულის მერობის დაომუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მამუკა ნავერიანს, სოფელ ახლომახმუდლოში N84 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების დაშინებასა და ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“მამუკა ნავერიანი უბანზეც იყო შესული და იქ აკონტროლებდა საათობით სიტუაციას. ბლომად ხდება ბიულეტინების დამატება 41 ნომერს წინასწარ ახაზინებენ. თუ აქ 41-მა ნოერმა გაიმარჯვა იცოდეთ, რომ გააყალბეს. მიზანი აქვთ იმისა, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა არცერთ უბანზე არ გაიმარჯვოს. თორემ აქ საათობით რა უნდოდა მამუკა ნავერიანს? გუშინდელი დღიდან ინფორმაცია მიიღო, რომ პარტიების მიმართ ამ სოფელში ნდობა არ აქვთ“, – თქვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა

ალი ბადიროვის ბრალდებას მტკნარი სიცრუე უწოდა მამუკა ნავერიანმა. მან განაცხადა, რომ უფლება აქვს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდეს და დაშინება-გაყალბების ფაქტის მტკიცებულებები მოითხოვა.