მარნეულის 49-ე და 68-ე საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლები გააძევეს

639

N49 და N68 საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლები კანონის სრული დაცვით გააძევეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ განუცხადა.

“დილიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწეოდნენ პროვოკაციებს და ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიის მუშაობას. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ არ შეწყვიტეს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ხელის შეშლა, რის გამოც ორივე გააძევეს“, – განაცხდა ასანიძემ.

მისივე თქმით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 14%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, საოლქოში კი 10 საჩივარია შესული.