ირაკლი კობახიძე: ზუგდიდში დესტრუქციის საფრთხე არსებობს

672

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთ-ერთმა მხარემ პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა სცადა.

“დღეს, ზუგდიდში მათი მხარდაჭერების არაპროპორციული კონცენტრაცია ფიქსირდება. შესაბამისად, დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან თავი შეიკავონ. სამართალდამცავ ორგანოებს კი მოვუწოდებ, ყველა ზომა მიიღონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ. ამასთან, მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, რადგან სწორედ მაღალი აქტივობის პირობებშია შესაძლებელი არჩევნების პირველივე ტურში დასრულება.