დავით ბაქრაძე: ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები

852

საზოგადოებას ცვლილებები უნდა, ხოლო ცვლილებების გზა არჩევნებია, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც მარნეულის მოსახლეობას პარტიის მერობის კანდიდატ აჰმედ იმამკულიევთან ერთად შეხვდა.

“ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მარნეულის მოსახლეობა სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და შიდა გზების პრობლემებზე საუბრობს. შეხვედრაზე აჰმედ იმამკულიევმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამც გააცნო.

“მოსახლეობის განწყობა არის სრულიად ნათელი, ადამიანებს უნდათ ცვლილებები, აღარავის უნდა გაჩერებული, უკან წასული ქვეყანა, გაძვირებული ცხოვრება, ის პრობლემები, რომელშიც მოსახლეობა „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ხალხს უნდა ცვლილებები, ცვლილებების გზა არის არჩევნები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.